ლიგა 1. IV ტურის წინ: შეუჩერებელი პსჟ და დიდი მატჩი "ლუი II"-ზე

AutoSharing Option
ლიგა 1-ის სამი ტურის მიუხედავად, უკვე კარგად გამოჩნდა, რა დიდი და მიუწვდომელი ძალაა "პარი სენ-ჟერმენი" შიდა კონკურენტებისთვის.

მართალია, პარიზელებს "დიჟონი" ქულის დაუკარგავად მიჰყვება გვერდიგვერდ, მაგრამ ეს ხომ დროებითი მოვლენაა. სამაგიეროდ, "ლიონი" 3 ქულით, ხოლო "მონაკო" და "მარსელი" უკვე 5-5 ქულით(!) ჩამორჩნენ ჩემპიონსა და ფავორიტს.

ამ ტურში თომას ტუხელის გუნდი ახალდაწინაურებულ "ნიმს" გამოცდის, რომლის ტრიუმფალური სტარტი წინა ტურში "ტულუზმა" შეაჩერა. ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 11 წლის წინ შეხვდნენ, თასზე პსჟ-მა 3:0 იმარჯვა.

ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მატჩი ლიონში, სადაც პატრიკ ვიეირას
"ნიცა" ჩადის შემორიგებულ მარიო ბალოტელისთან ერთად. კიდევ უფრო საინტერესო მატჩით დასრულდება ეს ტური - "ლუი II"-ზე "მონაკო" მასპინძლობს "მარსელს", რომელმაც კევინ სტროოტმანი გაიფორმა.

ლიგა 1. IV ტური
პარასკევი, 31 აგვისტო
ლიონი-ნიცა 22:45

შაბათი, 1-ლი სექტემბერი
ნიმი-პსჟ 19:00
ანჟერი-ლილი 22:00
დიჟონი-კაენი 22:00
გენგამი-ტულუზი 22:00
რეიმსი-მონპელიე 22:00
სტრასბური-ნანტი 22:00

კვირა, 2 სექტემბერი
სტ. ეტიენი-ამიენი 17:00
რენი-ბორდო 19:00
მონაკო-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 3 - ჯონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო), მუსა კონატე (ამიენი), კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), ჟულიო ტავარეში (დიჟონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული