19 წლის ფეხბურთელი ტულონის ოლქში კალაშნიკოვის ავტომატით მოკლეს. სროლის შედეგად აგრეთვე 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
გომისი 5 წელი "სენტ ეტიენში" ვარჯიშობდა, გასულ სეზონში დუბლებში თამაშობდა, ზაფხულში კი გუნდი დატოვა. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები ადრე კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობდნენ.
"სენტ ეტიენმა" გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.