"სენტ ეტიენის" ყოფილი ფეხბურთელი საფრანგეთში კალაშნიკოვის ავტომატით მოკლეს

AutoSharing Option
"სენტ ეტიენის" ყოფილი მცველი ვილიამ გომისი წუხელ საფრანგეთში მოკლეს.

19 წლის ფეხბურთელი ტულონის ოლქში კალაშნიკოვის ავტომატით მოკლეს. სროლის შედეგად აგრეთვე 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

გომისი 5 წელი "სენტ ეტიენში" ვარჯიშობდა, გასულ სეზონში დუბლებში თამაშობდა, ზაფხულში კი გუნდი დატოვა. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები ადრე კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობდნენ.

"სენტ ეტიენმა" გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ რა დღეშია ეს პუტინი. ააწიოკა მსოფლიო.
Odala
22:53 10-09-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული