ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ცნობით, 13 ოქტომბერს ანრი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დატოვებს, სადაც ის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თანაშემწედ მუშაობს.
მოსალოდნელია, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოფიციალური დანიშვნა ორშაბათს, 15 ოქტომბერს მოხდება.
რაც შეეხება "მონაკოს", ის ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ "მონაკომ" 11 ოქტომბერს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლეონარდო ჟარდიმი გაათავისუფლა.
"მონაკომ" ლეონარდო ჟარდიმი გაუშვა - მის ადგილს ტიერი ანრის უკავშირებენ