L’Equipe: ტიერი ანრი "მონაკოს" მთავარი მწვრთნელი უახლოეს დღეებში გახდება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი ტიერი ანრი ახლო მომავალში "მონაკოს" მთავარი მწვრთნელი გახდება.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ცნობით, 13 ოქტომბერს ანრი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დატოვებს, სადაც ის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თანაშემწედ მუშაობს.

მოსალოდნელია, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოფიციალური დანიშვნა ორშაბათს, 15 ოქტომბერს მოხდება.

რაც შეეხება "მონაკოს", ის ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ "მონაკომ" 11 ოქტომბერს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლეონარდო ჟარდიმი გაათავისუფლა.

alt"მონაკომ" ლეონარდო ჟარდიმი გაუშვა - მის ადგილს ტიერი ანრის უკავშირებენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟარდიმმა რაუნდა ქნას,ვინ მაგარი იყკ ყველა გაყიდეს.საერთოდაც,მონაკო როგორც აიაქსი და ზალსბურგი 19 წლიანებს და ბავშვებს ზრდიან და ყიდიან საკმაოდ წარმატებულადაც,ესაა მათი უმტავრესი ამოცანა,განსაკუთრებით მონაკოსი
euhh
18:01 12-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული