თომას ტუხელისთვის არავის დაუძახია და არ უთქვამს, რომ ლიგა 1 მოსაგებია, კლუბის ხელმძღვანელობის მთავარი მოთხოვნა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა, ლიგა 1-ში უნაი ემერისაც უკონკურენტო გუნდი ჰყავდა. ამასობაში, პსჟ-ს 10-მატჩიან მოგებათა სერიას საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე სერიოზული საფრთხე დაემუქრა - კვირას ლიგა 1-ის უმთავრესი მატჩია - სამხრეთი
ლე კლასიკი, ფრანგული დერბი, ფრანგული კლასიკო, კიდევ მრავალი სახელით არის ცნობილი ფრანგული საკლუბო ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება, რომლის პირველი მატჩი სულ რაღაც 1971 წელს გაიმართა. რას იზამ, პსჟ-ს ისტორია არც ისე მდიდარია.
ყველა შეჯიბრებაში ეს ამ გუნდების 95-ე დაპირისპირება იქნება. პსჟ-მ 40 მოიგო, ხოლო "ოლიმპიკმა" - 32. უშუალოდ ლიგა 1-ს რაც შეეხება, ეს იქნება ამ კლუბების 79-ე დაპირისპირება, რომელთაგანაც "ოლიმპიკმა" 31 მოიგო, ხოლო პსჟ-მ - 28. გოლების თანაფარდობა თითქმის იდენტურია - 103:102 მარსელელთა სასარგებლოდ.
2018 წელს ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თებერვალში სამდღიანი ინტერვალით, ჯერ ჩემპიონატში, შემდეგ კი თასზე. ორივეჯერ შედეგი ერთნაირი იყო - 3:0 პსჟ-ს სასარგებლოდ. ამ ექვსი გოლიდან 2-2 ედინსონ კავანისა და ანხელ დი მარიას ანგარიშზეა, ერთი კი - კილიან მბაპეს.
ლიგა 1. XI ტური
პარასკევი, 26 ოქტომბერი
ნიმი-სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 რემი კაბელა (1), 1:1 რაშიდ ალი (74)
შაბათი, 27 ოქტომბერი
ანჟერი-ლიონი 19:00
ამიენი-ნანტი 20:00
გენგამი-სტრასბური 22:30
ლილი-კაენი 22:00
მონაკო-დიჟონი 22:00
ტულუზი-მონპელიე 22:00
კვირა, 28 ოქტომბერი
რენი-რეიმსი 18:00
ბორდო-ნიცა 20:00
მარსელი-პსჟ 23:59
ბომბარდირები: 9 - კილიან მბაპე (პსჟ); 8 - ნეიმარი (პსჟ); 7 - ნიკოლა პეპე (ლილი), ფლორიან ტოვენი (მარსელი), ჯონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო), ემილიანო სალა (ნანტი).
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"