გაშვებული გოლის შემდეგ მსაჯმა "ნანტის" ფეხბურთელს დასცინა

AutoSharing Option
"ნანტის" მცველმა დიეგო კარლოს სანტოსმა "ეკიპს" "სენტ ეტიენთან" მატჩისას (0:3) მომხდარი ამბავი მოუყვა.

25 წლის ბრაზილიელმა მსაჯი ჟერომ ბრისარი მისი და მისი გუნდისადმი ირონიულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

"მეორე გაშვებული გოლის შემდეგ მსაჯი ჩემთან მოვიდა, გაიცინა და მითხრა: გინდათ, კიდევ 4 წუთს დავამატებ, მოასწრებთ კიდევ ერთი გოლის გაშვებას?

არბიტრის ასეთი საქციელი დაუშვებელია. მისი საქმე მსაჯობაა და არა თავისი აზრის ფეხბურთელებთან გამოხატვა.

თუ მოინდომებენ, მისი გამონათქვამის დადგენა შესაძლებელია", - განაცხადა სანტოსმა.

რეფერიმ ფეხბურთელის ბრალდება უარყო.

იანვარში სანტოსს კონფლიქტი მოუვიდა მსაჯ ტონი შარპონთან. მსაჯმა
ბრაზილიელი წააქცია, შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. შარპონი სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული