ჯერ ტიერი ანრის კარგი მწვრთნელობის ერთი მინიშნებაც ვერ დავინახეთ - მისი გუნდი უშანსოდ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას, ლიგა 1-ში კი 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. მისი "მონაკო", თითქოს, იგებდა, მაგრამ "მონპელიესთან" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და კვლავ დამარცხდა.
ტურის ფაქტები
- "ნიცამ" 1959 წლის შემდეგ პირველად შეძლო ლიგა 1-ში ზედიზედ 5 მატჩში კარის მშრალად შენახვა.
- მემფის დეპაიმ "ლიონის" ბოლო 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (ყველა შეჯიბრებაში) - 2 გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.
- მაიკ მაინანმა (ლილი) ლიგა 1-ში 13 პენალტიდან მხოლოდ 5 გაუშვა (6 მოიგერია, 2 ასცდა).
- ლოიკ რემიმ ლიგა 1-ში 2011 წლის შემდეგ პირველად შეძლო ერთ თამაშში გატანა და საგოლე პასის მითვლა.
- ევროპის ტოპ-5 ლიგაში აფრიკელ ფეხბურთელებში ნიკოლა პეპე (ლილი) ლიდერობს 9 გოლით.
- "მონპელიემ" ბოლო 27 დაპირისპირებაში პირველად მოუგო "მონაკოს". მაშინ "მონპელიეს" მწვრთნელი მიშელ დერ ზაქარიანი გუნდის ფეხბურთელი იყო (1994 წლის იანვარში).
- ოქტომბერში პსჟ-სთან 0:5 განადგურების შემდეგ "ლიონს" 9 თამაშია, რაც არ წაუგია (ყველა შეჯიბრებაში).
ლიგა 1. XV ტური
სტ. ეტიენი-ნანტი 3:0
გოლები: 1:0 ბერიჩი (72), 2:0 ხაზრი (84), 3:0 კოლოძეიჩაკი (90)
ლილი-ლიონი 2:2
გოლები: 1:0 რემი (17), 2:0 პეპე (28), 2:1 ბ. ტრაორე (63), 2:2 მ. დემბელე (86)
გამოუყენებელი პენალტი: დეპაი (48. ლიონი)
ნიმი-ამიენი 3:0
გოლები: 1:0 ბუანგა (45), 2:0 ალიუი (76), 3:0 ალიუი (87)
მონაკო-მონპელიე 1:2
გოლები: 1:0 ტილემანსი (42), 1:1 ლაბორდი (81), 1:2 სკულეტიჩი (86)
გენგამი-ნიცა 0:0
ანჟერი-კაენი 1:1
გოლები: 1:0 კაპელი (50),1 :1 ბოვიუ (62)
ტულუზი-დიჟონი 2:2
გოლები: 0:1 აგერი (24), 0:2 აბეიდი (69), 1:2 გრადელი (72), 2:2 ლეია (77)
გაძევება: რეინე (5. ტულუზი)
მარსელი-რეიმსი 0:0
რენი-სტრასბური 1:4
გოლები: 1:0 სარი (9), 1:1 ტომასონი (20), 1:2 მარტენი (50-პენ), 1:3 მარტენი (50-პენ), 1:4 მარტინესი (77)
ბორდო-პსჟ 2:2
გოლები: 0:1 ნეიმარი (14), 1:1 ბრიანი (53), 1:2 მბაპე (66), 2:2 კორნელიუსი (84)
პსჟ (3-4-2-1): არეოლა - კეჰრერი, ტიაგო სილვა, ნსოკი - დანი ალვეში (67. ვერატი), მარკინიოსი, დრაქსლერი, ბერნატი - დი მარია (82. ნკუნკუ), ნეიმარი (57. ჩუპო-მოტინგი) - მბაპე
ბომბარდირები: 12 -კილიან მბაპე (პსჟ); 11 - ნეიმარი (პსჟ), ემილიანო სალა (ნანტი); 10 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი).
მომდევნო ტური
4 დეკემბერი: ამიენი-მონაკო, ნიცა-ანჟერი, მონპელიე-ლილი
5 დეკემბერი: ბორდო-სენტ ეტიენი, კაენი-ნიმი, დიჟონი-გენგამი, ლიონი-რენი, ნანტი-მარსელი, რეიმსი-ტულუზი, სტრასბური-პსჟ.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"