მძიმედ ტრავმირებული სუბოტიჩი საავადმყოფოდან გაწერეს

AutoSharing Option
"ბორდოსთან" მატჩისას (2:3) ტრავმირებული "სენტ ეტიენის" მცველი ნევენ სუბოტიჩი საავადმყოფოდან გაწერეს.

"ეკიპის" ცნობით, ფეხბურთელი კლინიკაში კიდევ 2-3 დღე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სახლში დაბრუნება ისურვა.

შეგახსენებთ, სუბოტიჩი პირველ ტაიმში თავისი გუნდის მეკარეს სტეფან რიუფეს შეეჯახა, გაზონზე დაეცა, გონება დაკარგა და თავიდან სისხლი წამოუვიდა. ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ბორდოს საავადმყოფოში თავზე ნაკერები დაადეს.

სუბოტიჩი "სენტ ეტიენში" 2018 წლის იანვარში გადავიდა და საფრანგეთის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული