"შენ ღირხარ 10 მლნ ევრო?" - ტიერი ანრის ფეხბურთელებთან კონფლიქტი ჰქონდა?

AutoSharing Option
"მონაკოს" რამდენიმე ფეხბურთელი ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტიერი ანრის მუშაობის მეთოდებით იყო უკმაყოფილო და ასევე, მისი საუბრით შეგირდებთან.

"ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ანრიმ ერთ ფეხბურთელს დაუყვირა: "შენ ღირხარ 10 მლნ ევრო?" ეს სხვებმაც გაიგონეს და უარყოფითად მიიღეს. მწვრთნელი ცუდად ესაუბრებოდა გუნდს, ამაყი იყო და სხვების აზრს არ ისმენდა", - ციტირებს Goal.com-ი "მონაკოს" მფლობელის გარემოცვიდან ერთ-ერთ ადამიანს.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი 24 იანვარს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დროებით გადააყენეს, სანამ მის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ზოგი გამოცემა წერს, რომ ის უკვე გათავისუფლებულია. ტიერი
ანრიმ გუნდი 13 ოქტომბერს ჩაიბარა, თუმცა ლიგა 1-ის 12 მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და საფრანგეთის თასიდან გამოვარდა.

altტიერი ანრის "მონაკოში" 3 თვის წინ მოხსნილი ლეონარდუ ჟარდიმი შეცვლის

alt"მონაკომ" ტიერი ანრი დროებით ჩამოაშორა სამუშაოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა ორ წელიწადში გუნდი მწვერვალიდან ტალახის ორმოში აღმოჩნდება,ეს შეუძლებელია მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებით იყოს გამოწვეული.ჟარდიმის ხელში მიაღწია გუნდმა წარმატებებს და ჩავარდა კრიზისში,ახლა ანრიც შეჭამეს.გინდა თუ არა,იმ აზრამდე მიხვალ,რომ გუნდში ვიღაცეები ქურდებად მოსხდნენ და ჩათვალეს,რომ მათ მეტი იციან და მეტი უფლებებიც აქვთ,ვიდრე მწვრთნელს.გუნდში ორი უფროსი ვერ იქნება,მეორეობა ვერ აიტანა ჟარდიმმა და ვერც ანრიმ დახუჭა ეტყობა ამაზე თვალი.თუ ჟარდიმი დააბრუნეს თანამდებობაზე,უეჭველია რომ ხელმძღვანელობისაგან კარტ ბლანში ექნება მიღებული და გუნდის წმენდასაც დაიწყებს.ანრისაგან ხუთი ძირითადის დუბლებში გადაყვანაც ამაზე მეტყველებს,რომ აჯანყებულები ეს ხუთი კაცია.
სოსო
19:13 25-01-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული