"ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ანრიმ ერთ ფეხბურთელს დაუყვირა: "შენ ღირხარ 10 მლნ ევრო?" ეს სხვებმაც გაიგონეს და უარყოფითად მიიღეს. მწვრთნელი ცუდად ესაუბრებოდა გუნდს, ამაყი იყო და სხვების აზრს არ ისმენდა", - ციტირებს Goal.com-ი "მონაკოს" მფლობელის გარემოცვიდან ერთ-ერთ ადამიანს.
შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი 24 იანვარს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დროებით გადააყენეს, სანამ მის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ზოგი გამოცემა წერს, რომ ის უკვე გათავისუფლებულია. ტიერი
ტიერი ანრის "მონაკოში" 3 თვის წინ მოხსნილი ლეონარდუ ჟარდიმი შეცვლის