საგიჟეთი "ველოდრომზე" - მარიო ბალოტელის გოლი "ნიცაში" სპეციალურად არ გაჰქონდა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში "მარსელი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ლილთან". მივყვეთ ქრონოლოგიურად.

დებიუტში "მარსელის" ნახევარმცველმა ნემანია რადონიჩმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სტუმართა კოტ დ'იუვარელმა თავდამსხმელმა ნიკოლას პეპემ ანგარიში პენალტით გახსნა.

მე-60 წუთზე მოედანზე პეტარდები ისროლეს და არბიტრმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა. თამაში 38 წუთის მერე განახლდა.

67-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა მასპინძელთა ფორვარდი ფლორიან ტოვენი.

კომპენსირებულ დროში ჯერ პეპემ მეორედ დალაშქრა სტივ მანდანდას კარი, ხოლო შემდეგ, შეცვლაზე შესულმა
მარიო ბალოტელიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მარიოს ზაფხულში უნდოდა "ნიცადან" "მარსელში" გადასვლა, მაგრამ არ გაუშვეს და მთელ პირველ წრეში გოლი არ გაუტანია, ახალ გუნდში კი ეს 22 წუთში მოახერხა.

"ლილი" 43 ქულით მეორე ადგილზეა, "მარსელი" კი 31 ქულით მეშვიდეზე.

მარსელი. "ველოდრომი"
მარსელი - ლილი 1:2
გოლები: 0:1 პეპე (45+3, პენ), 0:2 პეპე (90+4), 1:2 ბალოტელი (90+6)
გაძევება: ტოვენი (67, მარსელი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული