პსჟ-მა დაადასტურა - ნეიმარი 2 თვეზე მეტს გამოტოვებს

AutoSharing Option
პსჟ-მა გუნდის ლიდერის, ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც კლუბის ვებგვერდი იუწყება, ბრაზილიელი მოედანს 10 კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ პსჟ-ის ათიანი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ ორივე შეხვედრას გამოტოვებს.

ფრანგულმა კლუბმა საუკეთესო ექიმები მოიწვია, რათა მათ ნეიმარის ფეხის მდგომარეობა შეესწავლათ.

ბრაზილიელმა ტრავმა 23 იანვარს, "სტრასბურგთან" მატჩში მიიღო.

altნეიმარს კიდურის ძვალი აქვს გატეხილი და დიდი ალბათობით ამ სეზონში ვერ ითამაშებს

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ