ლიგა 1. XXIII ტურის წინ: პსჟ უკვე პარედესით

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატში ერთი იმ მატჩთაგანია, რომელიც ასე უხდება ამ პირველობას - "ლიონი" "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს.

ერთი ეგაა, საჩემპიონო ინტრიგა ამ ტურნირს თითქმის აღარ აქვს. სიტყვაზე, პსჟ "ლიონს", რომელიც მე-3 პოზიციაზეა 16 ქულით უსწრებს (თანაც, ორი თამაშით ნაკლები აქვს გამართული).

"ლიონს" არ ეყოლება ტრავმირებული რაფაელი, პსჟ-ს მარკო ვერატი და ნეიმარი იმავე მიზეზით დააკლდებიან. ლასანა დიარასა და ადრიენ რაბიოს თამაშიც გამორიცხულია, თუმცა ამ შემთხვევაში ტრავმები არაფერ შუაშია. პსჟ-ს ახალწვეული ლეანდრო პარედესი კი შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (3-4-1-2): ლოპეში -
დენაიერი, მარსელო, მარშალი - დუბუა, ნ"დომბელე, აუარი, მენდი - ფეკირი - დეპაი, მ. დემბელე
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - დანი ალვეში, პარედესი, დრაქსლერი - მბაპე, კავანი, დი მარია.

ლიგა 1. XXIII ტური
პარასკევი, 1 თებერვალი
ლილი-ნიცა 23:45

შაბათი, 2 თებერვალი
ანჟერი-დიჟონი 23:00
ბორდო-გენგამი 23:00
მონაკო-ტულუზი 23:00
რენი-ამიენი 23:00
რეიმსი-მარსელი 23:59

კვირა, 3 თებერვალი
ნიმი-მონპელიე 18:00
სტ. ეტიენი-სტრასბური 20:00
ლიონი-პსჟ 23:59

კაენი-ნანტი 13 თებერვალს

ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ); 12 - ვაჰბი ხაზრი (სენტ ეტიენი), ემილიანო სალა (ნანტი); 11 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლიონმა სიტი დაამარცხა, პსჟ ლივერპულს უგებს და დაბალი დონის ჩემპიონატი რანაირადაა. გასაგებია, რომ ესპანეთს რუსები უგებენ ყველაფერში, ნაკრები თუ კლუბები, მაგრამ ბუფონის ნაირი მეკარე სად თამაშობს დღეს? ნაღდად არაა დაბალი დონე.
4
საფრანგეთის ჩემპიონატი თუ მდაბიო არის, პსჟ ვინ არის? სადაც ნეიმარი, მბაპე, ბუფონი და სხვა ათასი ვარსკვლავი თამაშობს და თამაშობდა. შეიძლება ტიტულოვანი არაა, მაგრამ ბევრ ტოპ ჩემპიონატს სანახაობრივად ჯობია.
....
13:57 02-02-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული