ლიგა 1. XXIII ტურის წინ: პსჟ უკვე პარედესით

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატში ერთი იმ მატჩთაგანია, რომელიც ასე უხდება ამ პირველობას - "ლიონი" "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს.

ერთი ეგაა, საჩემპიონო ინტრიგა ამ ტურნირს თითქმის აღარ აქვს. სიტყვაზე, პსჟ "ლიონს", რომელიც მე-3 პოზიციაზეა 16 ქულით უსწრებს (თანაც, ორი თამაშით ნაკლები აქვს გამართული).

"ლიონს" არ ეყოლება ტრავმირებული რაფაელი, პსჟ-ს მარკო ვერატი და ნეიმარი იმავე მიზეზით დააკლდებიან. ლასანა დიარასა და ადრიენ რაბიოს თამაშიც გამორიცხულია, თუმცა ამ შემთხვევაში ტრავმები არაფერ შუაშია. პსჟ-ს ახალწვეული ლეანდრო პარედესი კი შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (3-4-1-2): ლოპეში -
დენაიერი, მარსელო, მარშალი - დუბუა, ნ"დომბელე, აუარი, მენდი - ფეკირი - დეპაი, მ. დემბელე
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - დანი ალვეში, პარედესი, დრაქსლერი - მბაპე, კავანი, დი მარია.

ლიგა 1. XXIII ტური
პარასკევი, 1 თებერვალი
ლილი-ნიცა 23:45

შაბათი, 2 თებერვალი
ანჟერი-დიჟონი 23:00
ბორდო-გენგამი 23:00
მონაკო-ტულუზი 23:00
რენი-ამიენი 23:00
რეიმსი-მარსელი 23:59

კვირა, 3 თებერვალი
ნიმი-მონპელიე 18:00
სტ. ეტიენი-სტრასბური 20:00
ლიონი-პსჟ 23:59

კაენი-ნანტი 13 თებერვალს

ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ); 12 - ვაჰბი ხაზრი (სენტ ეტიენი), ემილიანო სალა (ნანტი); 11 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"