ფრანგული კლუბი, რომელსაც ფანები აპლიკაციით მართავენ - გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია

AutoSharing Option
საფრანგეთის მეექვსე ლიგის კლუბ "გარდ კანის" გულშემატკივრები მთავარ მწვრთნელ ჟულიენ ლე პენს არასდროს აკრიტიკებენ, რადგან სინამდვილეში გუნდს თვითონ - ფანები მართავენ.

ისეთი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა - ძირითადი შემადგენლობა, ტაქტიკის შეცვლა, ცვლილებები - მიიღება 2 000-ზე მეტი ვირტუალური მენეჯერის მიერ. ეს ყველაფერი საფეხბურთო კომპიუტერული სიმულატორის რეალური ვარიანტია.

2 000 ვირტუალური მენეჯერი - ვინ იღებს გადაწყვეტილებებს?
"ადრე შემადგენლობას ჩემს ორ ასისტენტთან ერთად ვარჩევდი, ახლა კი ათასობით ადამიანთან თანამშრომლობა მიწევს. ისინი უამრავ ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომლებსაც მწვრთნელი უნდა იღებდეს" - აცხადებს კლუბის მენეჯერი ლე
პენი BBC-სთან.

"გარდ კანის" მხარდამჭერებს "უმანებს" უწოდებენ და ისინი გუნდს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მართავენ, რომელიც 2017 წელს შეიქმნა.

შეხვედრის დაწყებამდე "უმანები" ირჩევენ ძირითად შემადგენლობას, ტაქტიკურ სქემას, აკეთებენ ცვლილებებს და ურთიერთობენ სამწვრთნელო შტაბთან.

Sportall.Ge

ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ხმას ე.წ. კოინების საშუალებით აძლევენ, რომლებსაც აპლიკაცია სთავაზობს. რაც უფრო ხშირად მონაწილეობს "უმანი" გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მით მეტი ფასი აქვს მის მიცემულ ხმას.

მათ თამაშის ყურება ლაივ-რეჟიმში აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ, პროგრამის საშუალებით კი სისტემასთან არიან დაკავშირებულები და შეუძლიათ კონკრეტულ ცვლილებას, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი გეგმავს, მხარი დაუჭირონ ან უარი განაცხადონ.

"ყველაფერი ისე ხდება, როგორც პროფესიონალურ ფეხბურთში. ამ დონეზე (მე-6 დივიზიონი) სტატისტიკური მონაცემების ქონაც კი უჩვეულოა" - ამბობს ლე პენი.

როცა მომხმარებელთა უმრავლესობა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდება, მას ლე პენს მისი ასისტენტი გადასცემს.

"მე ისევ მენეჯერად ვრჩები. მე ვარ შუა რგოლი "უმანებსა" და გუნდს შორის, თუმცა, თუ დრო ცოტაა და სწრაფი გადაწყვეტილებაა მისაღები, ამის გაკეთება მარტოსაც შემიძლია. მიზანია, რომ გუნდმა კარგად იასპარეზოს, ამიტომ ხანდახან გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფადაა მისაღები. გულშემატკივართა გუნდი ჩვენ გვერდით დგას, ეს კოლაბორაციაა და ძალიან მომწონს" - ამბობს ლე პენი.

ფრანგული კლუბის ნახევარმცველი ნიკოლას სიუზანი ამბობს, რომ ამ გაერთიანებამ დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ის 2018 წლის ივნისში კლუბს შეუერთდა.

"პროექტის მიზანია, რომ გუნდში რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოიზიდოს. თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებით, რათა "უმანებს" ჩვენი თამაში მოეწონოთ, რადგან ჩვენი ყველა თამაში და ვარჯიში აპლიკაციით გადაიცემა." - ამბობს სიუზანი.

Sportall.Ge

რას ფიქრობენ "უმანები"
"მე ნამდვილ საფეხბურთო კლუბს ვხელმძღვანელობ და აქ კომპიუტერული თამაშივით თავიდან დაწყება არ გამოდის" - ამბობს ერთ-ერთი "უმანი", მეტსახელით ZenAGC.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხოლოდ "კანის" ადგილობრივი გულშემატკივრები არ იღებენ მონაწილეობას.

"გულშემატკივართა გუნდში გაწევრიანებულები არიან ბელგიიდან, პარიზიდან, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილიდან - იმედი გვაქვს, მალე ინგლისიდანაც შემოგვიერთდებიან. პირველად ხდება, რომ მეექვსე დივიზიონის კლუბს მხარდამჭერები საკუთარი სოფლის გარეთაც ჰყავს. ჩვენი კლუბის, ფეხბურთელების და მწვრთნელების ცნობადობა ძალიან გაიზარდა" - ამბობს ლე პენი.

"ამ კლუბის შესახებ არაფერი ვიცოდი. ახლა ის ჩემს გულშია და მას პსჟ-ზე მეტად ვგულშემატკივრობ" - აბობს ZenAGC-ი, რომელიც კანიდან 180 კმ-ში ცხოვრობს და პსჟ-ის ფანია.

ის ყოველდღიურად საათზე მეტს ატარებს აპლიკაციაში და ყველა მატჩს უყურებს, საფრანგეთის თასის თამაშებზე კი შეხვედრების სანახავად პირადადაც მიემგზავრება.

Sportall.Ge

"მატჩებს უბრალოდ წამოწოლილი არ ვუყურებ. შეცდომების დროს მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რადგან მონაწილეობას ყველა საკითხის გადაწყვეტაში ვიღებ და მე მარტო არ ვარ, ჩვენ გუნდი ვართ. ამ სეზონში მიზანია მეხუთე დივიზიონში გადასვლა. თუ ამას მივაღწევთ, ჩემს თავს ვეტყვი, რომ ამ წარმატებაში საკუთარი როლი შევასრულე" - ამბობს ZenAGC-ი.

საფრთხე
ამ კონცეპტს მოწინააღმდეგეები არ მიესალმნენ. ისინი მატჩების გადაღების და ფოტოების საავტორო უფლებების გამო ჩივიან და ფინანსურ კომპენსაციას ითხოვენ, მაგრამ ნორმადიის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს ასე მუშაობის გაგრძელების უფლება მისცა.

თუმცა დეკემბერში, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი რეგულაციები მიიღო.
  • გააფრთხილა კლუბები, რომ არ ითანამშრომლონ მესამე მხარეებთან, რომლებსაც მათი კლუბის გამოსვლაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
  • გააფრთხილა "მესამე მხარეები", არ ჩაერიონ იმ პასუხისმგებლობაში, რომელიც მატჩის შედეგზე მთავარ მწვრთნელს გააჩნია.
  • აკრძალა მატჩების ტრანსლირება ფედერაციის გაცემული უფლების გარეშე.
გაერთიანების წევრებმა იურისტები დაიქირავეს. მათი თქმით, ფედერაციას არ აქვს უფლება, წესები შუა სეზონში შეცვალოს.

"უმანების" თქმით, მათ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია არ დაკავშირებიათ და 23 თებერვალს გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ.

კლუბი აპირებს, არსებობა ისე გააგრძელოს, როგორც აქამდე და მიუხედავად მათ მიმართ წარმოებული ანტიპიარისა, უფრო მაღალ ლიგაში გადასვლას გეგმავენ.

"კანი" იმედოვნებს, რომ საკუთარ იდეებს საფრანგეთის საზღვრებს გარეთაც გაიტანენ და მსოფლიოს სხვა კლუბებიც შეუერთდებიან.

"უმანების" კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს ამ ლინკზე შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი როგორ უნდა ავაღორძინოთ ხაშურის "ივერია" !!! ოღონდ, ჯერ ინტერნეტი გვინდა ქალაქში :D
სიკო ბლიაძე
16:58 06-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული