"მარსელისა" და "ბორდოს" მატჩს მხოლოდ კატა დაესწრო

AutoSharing Option
"მარსელი" დისკვალიფიცირებული იყო და ამიტომ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ბორდოს" ცარიელ "ველოდრომზე" უმასპინძლა.

ამ შეხვედრის ერთადერთი მაყურებელი კატა იყო.

კატის გარდა თამაშზე ყურების უფლება მხოლოდ კლუბების ხელმძღვანელებსა და იმ ფეხბურთელებს ჰქონდათ, რომლებსაც მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მატჩი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

"მარსელი" იმის გამოა დისკვალიფიცირებული, რომ "ლილთან" შეხვედრისას მაყურებლებმა წესრიგი დაარღვიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული