ლიგა 1. XXIV ტურის წინ: ნეიმარს კავანი მიჰყვა? [VIDEO]

AutoSharing Option
ედინსონ კავანიმ პენალტით მოაგებინა პსჟ-ს, თავად კი ამ დარტყმით ტრავმა "აიკიდა" - აი, ასეთი კურიოზული სიტუაცია მოხდა ამ ტურში ლიგა 1-ში.

თომას ტუხელი "იუნაიტედთან" თამაშზე ფიქრობდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ "ბორდოსთან" გადახალისებული შემადგენლობა დააყენა (7 ცვლილება განახორციელა). არც ის არის გასაკვირი, რომ ამის გამო პსჟ-ს მოგება გაუჭირდა.

ვნახოთ, თუ ნეიმართან ერთად ტუხელმა ედინსონ კავანიც დაკარგა, სოლსკიაერის "მანჩესტერი" წყვილში ფავორიტი გახდება. ლიგა 1-ში კი პსჟ-ს თავი ქუდში აქვს - "პარკ დე პრენსზე" გუნდმა 12
-დან 12 მატჩი მოიგო.


ფაქტები
  • "მარსელმა" ამ სეზონში 14 ქულა დააგროვა მას შემდეგ, რაც აგებდა.
  • მარიო ბალოტელიმ "მარსელის" მაისურით 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა "ნიცას" მაისურით 10 მატჩში ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
  • ედინსონ კავანიმ (პსჟ) 2019 წელს 7 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
  • პსჟ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც მოიგო ჩემპიონატის ყველა საშინაო მატჩი - 12 12-დან.
  • "ანჟერმა" სტუმრად ბოლო 8 მატჩში პირველი გამარჯვება იზეიმა.
  • რადამელ ფალკაო "მონაკოს" პირველი ფეხბურთელია ხავიერ სავიოლას შემდეგ (2004), ვინც საკუთარ დაბადების დღეზე ლიგა 1-ში გოლი გაიტანა.
  • ჟელსონ მარტინშმა "მონაკოს" სამ მატჩში სამ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (1 გოლი, 2 საგოლე პასი).
  • "მონაკოს" ამ სეზონში 7 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
  • ჟულიენ სტეფანმა "რენის" თავკაცის პოსტზე 9-დან 6 მატჩი მოიგო.

ლიგა 1. XXIV ტური
დიჟონი-მარსელი 1:2
გოლები: 1:0 მარი (18), 1:1 ბალოტელი (56), 1:2 ოკამპოსი (74)

პსჟ-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 კავანი (42-პენ)
პსჟ (4-4-2): ბუფონი - მონიე (80. დაგბა), ტიაგო სილვა, კიმპემბე, ნსოკი - ნკუნკუ, დანი ალვეში, ვერატი (59. პარედესი), დიაბი - ჩუპო-მოტინგი, კავანი (46. მბაპე)

ამიენი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 კონატე (64)

სტრასბური-ანჟერი 1:2
გოლები: 0:1 კანგა აკა (35), 0:2 კანგა აკა (55), 1:2 პრჩიჩი (87)

მონპელიე-მონაკო 2:2
გოლები: 0:1 მარტინში (14), 1:1 ლაბორდი (66), 1:2 ფალკაო (82), 2:2 დელორი (92-პენ)
გაძევება: ჟემერსონი (93. მონაკო)

ნანტი-ნიმი 2:4
გოლები: 1:0 კ. კულიბალი (15), 2:0 მაჯედი (38-პენ), 2:1 გილომი (47), 2:2 ბობიშონი (69), 2:3 ფერი (85), 2:4 ტიუბი (89)

ტულუზი-რეიმსი 1:1
გოლები: 0:1 ოუდინი (54), 1:1 გრადელი (81)

გენგამი-ლილი 0:2
გოლები: 0:1 ლეაო (47), 0:2 რემი (93-პენ)

რენი-სტ. ეტიენი 3:0
გოლები: 1:0 ნიანგი (21), 2:0 ბენ არფა (87-პენ), 3:0 უნუ (91)
გაძევება: ამუმა (92. სტ. ეტიენი)

ნიცა-ლიონი 1:0
გოლები: 1:0 ვალტერი (69-პენ.)

ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ).

XXIII ტურიდან
13 თებერვალი: სტ. ეტიენი-სტრასბური, კაენი-ნანტი

მომდევნო ტური
15 თებერვალი: ლიონი-გენგამი
16 თებერვალი: მარსელი-ამიენი, ანჟერი-ნიცა, მონაკო-ნანტი, ნიმი-დიჟონი
17 თებერვალი: ბორდო-ტულუზი, კაენი-სტრასბური, ლილი-მონპელიე, რეიმსი-რენი, სტ. ეტიენი-პსჟ

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ