მარიო ბალოტელიმ ისევ გაიტანა "მარსელში" გოლი

AutoSharing Option
თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, რომელმაც პირველ წრეში "ნიცაში" თავი ვერაფრით ვერ (თუ არ) გამოიჩინა, "მარსელში" მეოთხე მატჩში მესამე გოლი გაიტანა.

დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში "მარსელმა" საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო "ამიენს". ბალოტელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 25-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, 71-ე წუთზე კი შეცვალეს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ აუტსაიდერს შეხვდა, "ველდრომზე" თავისი გუნდის მხარდასაჭერად 50 ათას გულშემატკივარზე მეტი მივიდა.

"მარსელმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 40 ქულით მეოთხე ადგილზეა და 24 თებერვალს სტუმრად "რენს" დაუპირისპირდება.

-31/08/1-baloteli.jpg" border="0" alt="alt" title="მარიო ბალოტელიმ ისევ გაიტანა "მარსელში" გოლი" style="height: 50px; width: 50px;" />მარიო ბალოტელიმ "მარსელში" ისევ გაიტანა გოლი - ის "ნიცაში" საბოტაჟს ეწეოდა

altსაგიჟეთი "ველოდრომზე" - მარიო ბალოტელის გოლი "ნიცაში" სპეციალურად არ გაჰქონდა? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული