ნეიმარის მამა: ჩემი შვილის აწმყო და მომავალი პარიზშია

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარის მამამ ნეიმარ და სილვამ თავისი შვილის მომავალზე და საფრანგეთის ჩემპიონატზე მსაჯობაზე ისაუბრა.

"ჩემი შვილის აწმყო და მომავალი პარიზშია. ძნელია მომავლის განსაზღვრა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ის მართლა ბედნიერია. პირველი წელი პსჟ-ში ადაპტაციას დასჭირდა. მან ახალი გამოცდილება მიიღო.

ახლა ნეიმარი პარიზში თავს კარგად გრძნობს, ტრავმის გარდა ყველაფრით კმაყოფილია.

საფრანგეთის ჩემპიონატის პრობლემა მსაჯებშია. მსაჯობა ცუდია, თუ არ ფიქსირდება ჯარიმები და  ანტიფეხბურთისთვის არავინ არ ისჯება", - განუცხადა ნეიმარ და სილვამ Téléfoot-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მისი მომავალი რეალშია
ზაზა
15:09 18-02-2019
3
წაიღეს ტვინი ამ ცანცარა ნეიმარით, არ სჭირდება ბარსას, ეს ფულის მონა. ადამიანი ერთხელ, რომ გიღალატებს გამორიცხულია მაგან კიდევ არ გიღალატოს. ასე იცის ფულზე გაგიჟებულებმა.
გია1
13:01 18-02-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული