"კორინთიანსისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ნეტომ პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი გააკრიტიკა.
"ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ თქვენ ნახეთ, როგორ ითამაშა მესიმ "რეალთან"? როგორ ითამაშა მან "სევილიასთან? 33 წლის რინალდო კი როგორ ასპარეზობს "იუვენტუსში"? ის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია.
ნეიმარი ფეხბურთელი არაა, ის მაგრად გათამამებული ადამიანია. მასზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, მამამისი გაბრაზდეს. ამიტომ მის კრიტიკას ყველა ერიდება. ეს მხოლოდ მე და ვალტერ კასაგრანდემ გავბედეთ", - ციტირებს ნეტოს Esporte Interativo.