ანჩელოტი ამბობს, რომ ტუხელის ადგილზე ხიდიდან გადახტებოდა - პსჟ კი მას კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
პსჟ-მ მართლაც ჩინებული მხარდაჭერა გამოუცხადა გუნდის მწვრთნელს ტომას ტუხელს.

მიუხედავად იმისა, რომ "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში სენსაციურად დამარცხდა
"მანჩესტერთან" და გათამაშებას გამოეთიშა, "პარიზიენის" ცნობით, ტუხელს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ.

ამავე ტურნირზე განცდილი ფიასკოს გამო უკვე დაითხოვეს "რომას" თავკაცი ეუსებიო დი ფრანჩესკო და როგორც ახლა იუწყებიან, "რეალის" მწვრთნელი სანტიაგო სოლარიც, რასაც ამ დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებენ, პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი კი სულ სხვაგვარად მოიქცა.

მან ყველას აჩვენა, რომ მძიმე სიტუაციაში ჩავარდნილ მწვრთნელს არ გაწირავს.

პსჟ-ს მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პსჟ-ს
წაგებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:"ეს გასაოცარი იყო. ტუხელის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, შეიძლება ხიდიდან გადავმხტარიყავი".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზიდანი მოიყვანეთ თუ ლიგის მოგება მართლა გინდათ....მაგრამ ფულით ვერ იყიდით თვითონ უნდა მოინდომოს მოსვლა....
აკაკი
08 მარტი 2019 17:37
0
წყალი, ჯერ ძალიან ცივია.
სოსო
08 მარტი 2019 08:51
0

სიახლეები პოპულარული