პსჟ-ს ფანები - ფეხბურთელებს: ან კვერცხები იყიდეთ ან წაეთრიეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ პსჟ-ს გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს ღია წერილით მიმართეს.

"ისევ გავხდით მთელი ევროპის დასაცინნი. ამაში დამნაშავე ფეხბურთელები არიან, რომლებიც იმედს ვერ ამართლებენ.

უღირსებო მოთამაშეებს არ მივცემთ კლუბის შერცხვენის უფლებას. მეტ პატივისცემას, მეტ ბრძოლას და მეტ ამბიციას მოვითხოვთ.

ჩვენ, გუნდის ერთგულები ვართ, გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას, რომელიც რამდენიმე დაქირავებულისგან განსხვავებით საუკეთესოს იმსახურებს. მათ მხოლოდ ყოველწლიურად ხელფასის მომატება აინტერესებთ.

ან ახალი კვერცხები იყიდეთ და ან აქედან წაეთრიეთ".
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ