"მარსელის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ისევ გამოიჩინა თავი.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში მარიოს გოლით დაამარცხა "მარსელმა" ნიცა". მან თავის ახალ გუნდში 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, სუპერმარიო ზაფხულში "ნიცამ" "მარსელში" არ გაუშვა და პირველ წრეში გოლი საერთოდ არ გაუტანია, ახლა კი ყოფილი გუნდი დასაჯა.
"მარსელი" 47 ქულით მეოთხე ადგილზეა, 17 მარტს პარიზში პსჟ-ს შეხვდება და ვნახოთ, როგორ წარმოჩინდება ბალოტელი, რომელმაც თქვა, რომ "პარი სენ ჟერმენს" მაგარი ფეხბურთელები კი ჰყავს, მაგრამ როგორც გუნდი არ ვარგა.