ადრიენ რაბიოს დედა: ჩემი შვილი პატიმარია, პსჟ-მძევალია

AutoSharing Option
ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს დედამ და შეთავსებით მისმა აგენტმა ვერონიკამ პსჟ-ს ხელმძღვანელობა შვილისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

"ადრიენი პატიმარია. უფრო მძევალია. მიწისქვეშეთი, მშრალი პური და წყალი ელის. მკაცრად ექცევიან, რადგან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა. ადრიენი მხოლოდ კონტრაქტის პატივისცემას ითხოვს.

სხვაგან თამაში უნდა. 7 წელში პსჟ-ში ასპარეზობდა და ხელშეკრულებას პატივს სცემდა.

ყველა ამბობს, რომ სხვა კლუბთან გავაფორმეთ კონტრაქტი, რას სიმართლეს არ შეესაბამება", - განუცხადა ვერონიკამ "ეკიპს".

23 წლის ნახევარმცველს გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და დუბლებში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ