პსჟ კილიან მბაპეს წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
კილიან მბაპეს მიმართ მადრიდის "რეალის" მხრიდან ამაღლებული ინტერესის ფონზე, პსჟ-ის ხელმძღვანელობა გუნდში მის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებს.

პსჟ-ის ყატარელი ბოსები მზად არიან, 20 წლის ფორვარდის წლიური ხელფასი 40 მილიონ ევრომდე გაზარდონ.

ასეთ შემთხვევაში მბაპე "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის შემდეგ მსოფლიოში მეორე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. შეგახსენებთ, რომ მესის "ბარსელონა" წელიწადში 46 მილიონ ევროს უხდის.

პარიზულ კლუბთან მბაპეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მოქმედი კონტრაქტით მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
გადმოდი მბაპე გადმოდი რეალი სულ სხვააა ლიგა კი სამჯერ ზედიზედ მოვიგეთ ამას ვერცერთი გუნდი გაიმეორებს ვერსაოდეს. ბარსას ფანებო თქვენ იღეთ ესპანეთის თასები და მოუგეთ ტენერიფეს ეგეც გეყოფათ :) :)
jimi-jimi
29 მარტი 2019 14:17
2
მართალი ხარ მერე იტყვიან მსაჯებიო მსაჯების სადაო თემა ნებისმიერ გუნდს ახასიათება დადებითად თუ უარყოფითად...ყველა ხედავს
აკაკი
29 მარტი 2019 19:44
0
წადი ერთ წელში მაინც ....აუცილებლად....
აკაკი
28 მარტი 2019 17:55
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული