"მანჩესტერთან" დამარცხება ტომას ტუხელს აპატიეს და კონტრაქტიც გაუგრძელეს

AutoSharing Option
პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ მის მწვრთნელს ტომას ტუხელს მოხსნიდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა.

"ეკიპის" ცნობით, გერმანელ სპეციალისტს კონტრაქტი გაუგრძელეს. მას მხარდაჭერა კლუბის მფლობელმა ნასერ ელ ჰელაიფიმ გამოუცხადა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით ტუხელი "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელი 2020 წლის ზაფხულამდე იქნება.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატზე პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 20 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული