ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.

მან კლუბის ბაზაზე ფიზიოთერაპევტის ხელმძღვანელობით ინდივიდუალურად ივარჯიშა.

ნეიმარს 23 იანვრის შემდეგ არ უთამაშია და ტრავმას ბრაზილიაში მკურნალობდა.

მან საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 13 მატჩში 13 გოლი გაიტანა (4 პენალტით) და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ