L'Equipe: ნეიმარი ბრუნდება

AutoSharing Option
ფრანგული გამოცემა L'Equipe ამბობს, რომ 3 თვიანი პაუზის შემდეგ პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი მოედანს დაუბრუნდება.

გამოცემის მიხედვით, არაა გამორიცხული ნეიმარი 21 აპრილს, ანუ დღეს გასამართ მატჩში დაბრუნდეს და "მონაკოსთან" 15 წუთი ითამაშოს. თუ დღეს არა, ნეიმარს 27 აპრილს, საფრანგეთის თასის ფინალში ითამაშებს "რენის" წინააღმდეგ.

პსჟ დღეს გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის ჩემპიონი მე-8-დ გახდება. მსგავსი შინაარსის შეხვედრაში დაბრუნება, ალბათ ნეიმარსაც სურს. თუმცა, ურიგო არც თასის მოგება იქნება. სხვათა შორის, პსჟ-მ საფრანგეთის თასის ყველა ეტაპი ისე გაიარა, რომ 1 გოლიც არ გაუშვია.

შეგახსენებთ,
ნეიმარმა ბოლოს "სტრასბურგის" წინააღმდეგ 24 იანვარს ითამაშა და მას მერე ფეხის ტრავმა აწუხებდა.


ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ