კილიან მბაპემ "მონაკოსთან" მატჩისას 38 კმ/სთ სისწრაფე განავითარა - ეს უსეინ ბოლტის საშუალო სისწრაფეზე უკეთესი მაჩვენებელია

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, "მონაკოსთან" მატჩისას 38 კმ/სთ სისწრაფე განავითარა - ეს უსეინ ბოლტის საშუალო სისწრაფეზე უკეთესი მაჩვენებელია.

ამ მატჩში მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, პირველი გოლისას კი 38 კმ/სთ სისწრაფე განავითარა.

100-მეტრიან დისტანციაზე დამყარებული რეკორდისას (9.58 წამი) ბოლტის საშუალო სისწრაფე 37.58 კმ/სთ იყო, ხოლო მაქსიმალური - 44.72 კმ/სთ.

პრემიერლიგაში რეკორდსმენი "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ლეროი სანეა, რომელმაც გასულ სეზონში 35.48 კმ/სთ განავითარა.