ნეიმარი: ჩემი თამაშის სანახავად დადის ხალხი სტადიონზე - მე და აზარი მაგარ ამბებს დავატრიალებდით

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა იმათ უპასუხა, ვინც მას სათამაშო სტილის გამო აკრიტიკებს.

"როდესაც ფეხზე ვდგევარ, სულ ცდილობენ მომცელონ და ტრავმაც მივიღე. მაინც მაკრიტიკებდნენ.

შესაძლოა, მოწინააღმდეგეებს ვანერვიულებ და ამიტომ მეუხეშებიან. გულშემატკივრები დაზარალებულებს კი არა, არამედ დამნაშავეებს ამართლებენ. იმათ უჭერენ მხარს, ვინც უხეშობს და არა იმათ, ვისაც გოლები გააქვს.

მეურვეების მოტყუებას თავს არასოდეს არ დავანებებ და ხანდახან ეს კრიტიკაც მაღიზიანებს.

ჩემი თამაშის სტილის გამო დადის ხალხი სტადიონზე. არავის უნდა მუჯლუგუნების და პანღურების ყურება. ვერ გავიგე, ეს ფეხბურთია თუ კრივი.

აზართან ერთად მინდა თამაში, ჩვენ
ერთნაირი სტილი გვაქვს. ვფიქრობ, ეს უნდა მოხერხდეს. მაგარ ამბებს დავატრიალებდით", - ციტირებს ნეიმარს "ელ მუნდო".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
შეიძლება ინატრო: ნეიმარი, აზარი და მბაპე...ესენი თუ შეთამაშენ, მტრისას:)))
emigranti
04 მაისი 2019 02:48
0
მოუნდა ბიჭს რეალი?
roma bejanidze
27 აპრილი 2019 11:17
1
აზარი პსჟ-ში არ ითამაშებს და ალბათ მინიშნებაა რეალისთვის.
Geo_Dinamo
27 აპრილი 2019 10:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული