ნეიმარი: მინდა საუკეთესო ვიყო, ახლა კი ეს ლიონელ მესია

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდმა ნეიმარმა "ბარსელონადან" წასვლის მიზეზებზე და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

"ვოცნებობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. ვფიქრობ, ახლა საუკეთესო მესია. ის სხვანაირად თამაშობს, ის მესია.

"ბარსელონადან" ახალი გამოწვევებისა და გამარჯვებების გამო წავედი. ახალი მომინდა და კომფორტის ზონა დავტოვე, მაგრამ "ბარსელონას" თვალს ვადევნებ და ყოფილ თანაგუნდელებს ვეხმიანები.

წავედი, რადგან ვიგრძენი, რომ მეტი სირთულე მომინდა", - თქვა ნეიმარმა.

მომზადებულია El
Mundo-ს მიხედვით