"რენმა" პსჟ დაამარცხა და 48 წლის შემდეგ ისევ მოიგო საფრანგეთის თასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 აპრილს, "რენმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში პსჟ-ს მოუგო და საფრანგეთის თასს დაეუფლა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "რენმა" 5:4 იმარჯვა.

"რენს" თასი უკანასკნელად 1971 წელს ჰქონდა მოპოვებული, "პარი სენ ჟერმენი" კი ზედიზედ მეხუთედ გავიდა ფინალში და პირველად დამარცხდა.

ტრავმამორჩენილმა პარიზელთა თავდამსხმელმა ნეიმარმა იანვრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ 118-ე წუთზე მეტოქეს კინაღამ ფეხი მოსტეხა და გააძევეს.

პარიზი. "პარკ დე პრენსი".
პსჟ- რენი 2:2 (პენ 4:5)
გოლები: 1:0 დანი ალვესი (13), 2:0 ნეიმარი (21), 2:1 კიმპემბე
(40, საკ. კარში), 2:2 მექსე (66)
გაძევება: მბაპე (118)
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი სად დაუფასდა რენის მფლობელს სიკეთე! ნეტა თუ გჯერათ ნანახის?
ჯ.გ
28 აპრილი 2019 22:19
0
ვულოცავ რენის დამსახურებულად იმარჯვეს,მბაბეს ვგულშემატკივრობ მაგრამ ღირსი იყო პსჟ და მბაპეც გაგდების გასაყრელია ნახევარი გუნდი მწვრთნელიანად სამარცხვინოა....
აკაკი
28 აპრილი 2019 17:15
0
ამათკიდე, მაინცდამაინც 9-0 უნდა მორჩეს? რომ გაჩერდნენე ეს ჟურნალისტები. რა ფული, რის ფული? როცა ბუფონი, მსოფლიო ჩემპიონი მბაპე და ნეიმარი თამაშობს, დი მარია იცით ვინც არის და დანი ალვეში და ედისონ კავანი, რა ფული? სხვათაშორის ფულით შეიქმნა მადრიდის რეალი, ყველა ვარსკვლავი იქ თამაშობდა და პირველ რიგში ფულის გამო, არა იმიტომ რომ უნდოდა ბევრს, ფული განუყოფელი ნაწილია ფეხბურთისა და ერთ დღესაც პსჟ_ც აიწევს მაღალ დონეზე, რატომღაც ყევლას ავიწყდებათ რომ ფულით შეიქმნა მსოფლიოს ყევლა გრანდი კლუბი და დროის საკითხია ვინ როდის რას მოიგებს, გინდა თუ არა ესეა, ფული წყვეტს ბევრ რამეს, არვარ მართალი? ფული გაქვს მოიგებ, არგაქვს? იშვიათად ვინმემ რამე მოიგოს.
ika
28 აპრილი 2019 13:47
4
ვულოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას რენს!
ნოდარი
28 აპრილი 2019 09:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული