ნეიმარმა დაჯილდოებისას "რენის" გულშემატკივარს ხელი დაარტყა და დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
იმის გამო, რომ "რენთან" საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ დაჯილდოებაზე მეტოქე გუნდის გულშემატკივარს ხელი გაარტყა, პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი შეიძლება მინიმუმ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

ეს თამაში პსჟ-მა პენალტების სერიაში წააგო. ვერცხლის მედლების გადაცემისას პარიზელ ფეხბურთელებს ტრიბუნაზე შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს ნეიმარმა ვერ მოითმინა, ერთ-ერთ ფანს სახეში ხელი გაარტყა და უთხრა, რომ მობილურით ამის გადაღება შეეწყვიტა.

შეგახსენებთ, ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერთან" თამაშისას მათი გუნდის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანით უკმაყოფილო დარჩა, ნამატჩევს მსაჯთა ოთახში შევარდნას ცდილობდა და უეფამ ევროტურნირებზე სამმმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ