ბრაზილიელი მოდელი: ნეიმარმა ჩემს ნაცემ უკანალს ფოტოც გადაუღო, ის ნარკომანია

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ, პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი თანამემამულე მოდელმა ნაჟილა ტრინდადემ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. შემდეგ ჩვენება შეცვალა. ამას მოჰყვა კადრების გავრცელება, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ სცემს გოგონა ფეხბურთელს. გუშინ, 8 ივნისს კი, მოდელი ბრაზილიურ მედიასთან თავის ადვოკატთან ერთად წარსდგა და განცხადებაც გააკეთა.

"მან დამარტყა და ჩემს ნაცემ უკანალს ფოტოც კი გადაუღო, მეგობრებთან თავი უნდა მოეწონებინა. ის მცემდა და იძალადა ჩემზე. ნეიმარი მთვრალი იყო და რაღაც მონაწევიც ჰქონდა, ის თავად მეუბნება ამის შესახებ მიმოწერაში. ის ნარკომანია, დაუნდობელი ადამიანი. მისი ადგილი ციხეშია. არანაირი
პირობა არ არსებობს, რის თანახმადაც ნეიმარი თავისუფალი უნდა დარჩეს, რადგან ის საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს", - გადმოსცემს მოდელის სიტყვებს Marca.

გოგონამ ბრაზილიის პოლიციაში საჩივარი რამდენიმე დღის წინ შეიტანა. მისი თქმით, პსჟ-ს ფორვარდმა ის გააუპატიურა. თუმცა, შემდეგ სხვადასხვა ჩვენებების მიცემა დაიწყო და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას აჟღერებდა. სწორედ ამიტომ, მისი საქმე ხელში ადგილობრივმა ადვოკატმა აიღო და ახლა სწორედ ის არის დაზარალებულის წარმომადგენელი.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ