L’Equipe: პსჟ-ში ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს - პრეზიდენტი ვარსკვლავებს ემუქრება, ნეიმარი, კავანი და დანი ალვეში აბარგებას აპირებენ

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ში ერთობ დაძაბული სიტუაციაა. სახელდობრ, კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი წლების განმავლობაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, მაგრამ გუნდი ევროსარბიელზე შედეგს ვერ აღწევს და თანაც, წამყვანი ფეხბურთელები გამუდმებით ჭირვეულობენ.

ელ ჰელაიფიმ სპორტული დირექტორი ანტერ ენრიკე სამუშაოდან დაითხოვა, რაც არ მოეწონა თავდამსხმელ კილიან მბაპეს, რადგან მისი პროტეჟე იყო. ის თვლის, რომ ენრიკეს ადგილას ლეონარდოს დანიშვნით ფორვარდ ნეიმარის პოზიციები განმტკიცდა.

"პარი სენ ჟერმენის" მფლობელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ აღარაფერს არ მოითმენს და ვისაც უნდა, კარი ღიაა და შეუძლია წავიდეს.

ნეიმარის აგენტმა პინი ზაჰავიმ
თავისი კლიენტის ესპანეთში დაბრუნებაზე დაიწყო მუშაობა.

თავდამსხმელი ედინსონ კავანი "ატლეტიკოში" გეგმავს გადასვლას.

და კიდევ: მცველმა დანი ალვეშმა თქვა, რომ მათი გუნდი ევროსარბიელზე ვერ ვარგობს და "ბარსელონა" ენატრება.

მოკლედ, პარიზულ გუნდში ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძაან სერიოზული პრეზიდენტი ყავს პსჟ_ს. არის 4-5 ფეხბურთელი გასაგდები გუნდიდან, ალვეში დაბერდა ფეხბურთისთვის. დე ლიგტი და ტიაგო სილვა მაგარი დუელი იქნება.
....
17 ივნისი 2019 11:02
2
სერიოზული კი არა მაგარი კიტრია.
გიო
17 ივნისი 2019 12:46
4
ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა.
....
17 ივნისი 2019 10:46
0
ბარსლობა ხო ბრდღვნის ევრო სარბიელზე...... გუნდი სენსაციებს აჯენს...ტოტალიზატრების კერპად იქცა ბარსელონა.. ბარსამ ტოტალიზატორებს რო მოუტანა სარგებელი ესეთი იაკობ გოგებაშვილს არ მოუტანია ბავშვებისთვის...
reali
17 ივნისი 2019 10:41
5
რეალს, მთელი სეზონი ჩას....ილი იყავით და ბარსას მიადექი? კაი რა? სინდისიც კარგი საქონელია.
10
18 ივნისი 2019 11:13
1
რეალო, ბარსა არ იყო? ელ კლასიკოებში, რომ გადაუარ გადმოუარა რეალს რონალდოსთან ერთად?! მერე მსაჯების საყვარელმა რეალმა მათი დამსახურებით, მოიგო და მოიგო ჩ ლ-ა. ეს ცნობილი ფაქტია! მერე, იაკობ გოგებაშვილის დედა- ენამ ნამდვილად დიდი სარგებელი მოუტანა ბავშვებს! შენ გატყობთ მაგრა მწყრალად ხარ დედა-ენასთან.
გამკვიევებია!!!!
18 ივნისი 2019 09:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული