პსჟ ნეიმარს ყიდის, მბაპეს შესანარჩუნებლად კი ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს

AutoSharing Option
El Pais-ის ცნობით, პსჟ-მ გადაწყვიტა თავდამსხმელი ნეიმარი გაყიდოს, რათა ფორვარდი კილიან მბაპე შეინარჩუნოს, რომლის შეძენასაც "მანჩესტერ სიტი" ცდილობს.

მბაპეს "პარი სენ ჟერმენი" წლიურ გასამრჯელოდ 50 მილიონ ევროს სთავაზობს და თუ დათანხმდა, მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
გამოცემის მტკიცებით, მბაპეს შესანიშნავი ურთიერთობ აქვს "ქალაქელთა" მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან და სულაც არაა მის გუნდში გადაბარგების წინააღმდეგი.

პარიზული კლუბი ნეიმარს სეზონში 40 მილიონს უხდის და თუ გაყიდის, მბაპესთვის ხელფასის მომატების შესაძლებლობა ექნება.

გასულ სეზონში მბაპემ 43 მატჩში 39 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ