პსჟ ნეიმარს ჩინეთში წაიყვანს

AutoSharing Option
პსჟ-მა გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა, რომელსაც ჩინურ შეკრებაზე წაიყვანს. გუნდთან ერთად მიემგზავრება თავდამსხმელი ნეიმარიც.

მართალია, ნეიმარს გუნდის გამოცვლა უნდა, მაგრამ ჯერ რეალური მყიდველი არ გამოუჩნდა და "პარი სენ ჟერმენში" რჩება.

მისი სამსახურით "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.

პარიზული გუნდი ჩინეთში 32 ფეხბურთელით გაემგზავრება. დასვენების უფლება კოპა ამერიკაზე მონაწილეებს მისცეს.

პსჟ-ის ჩინური შეკრება 3 აგვისტომდე გასტანს, პირველ საკონტროლო მატჩს კი 27 ივლისს "ინტერთან" გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული