პსჟ-მა "ბარსელონას" ვუნდერკინდი იყიდა

AutoSharing Option
პსჟ-მა "ბარსელონას" აღზრდილ ხავი სიმონსთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. ამ ინფორმაციას პარიზული კლუბის "ტვიტერი" ავრცელებს.

"ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა. გამომშვიდობება არავის უყვარს, მით უმეტეს, მაშინ, როცა აქ ცხოვრების სრული გააზრებული ნაწილი გაატარე.

"ბარსელონას" ფორმა პირველად 9 წლის წინ ჩავიცვი და მას შემდეგ კლუბი ჩემი ოჯახი გახდა. ახლა კი ძალების მოსინჯვა "ბარსას" მიღმა მინდა", - განაცხადა 16 წლის ჰოლანდიელმა.

როგორც ესპანური გამოცემები წერენ, "ბარსა" სიმონსს ძალიან კარგ პირობებს სთავაზობდა, თუმცა ხავიმ პარიზულ კლუბში გადასვლა არჩია.

ასევე დაგაინტერესებთ