ფრანკ რიბერიმ "მონაკოში" გადასვლაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "ბაიერნიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებულმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ "მონაკოსთან" მოლაპარაკების წარმოება არ ისურვა.

გამოცემის მტკიცებით, მონეგასკებმა რიბერის კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს, მაგრამ 36 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მხოლოდ "მარსელში" ითამაშებს, რომლის ღირსებასაც 2005-2007 წლებში იცავდა.

რიბერი ბოლო 12 წელი "ბაიერნში" ასპარეზობდა, ის მიუნხენურმა კლუბმა 30 მილიონ ევროდ შეიძინა.

რიბერიმ "რეკორდმაისტერში" 425 მატჩში 124 გოლი დ 182 საგოლე გადაცემა მიითვლა და 24 ტურნირი მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ცხრაჯერ ბუნდესლიგა, რაც რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული