ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი აქვეყნებს ლიგა 1-ში მონაწილე კლუბების ბიუჯეტების სიას.
ალბათ, მოულოდნელი არავისთვის იყო, რომ აღნიშნულ ჩამონათვალს სათავეში პსჟ უდგას. პარიზული კლუბის ბიუჯეტი 637 მილიონი ევრო გახლავთ.
აღსანიშნავია ის, რომ პსჟ-ის ბიუჯეტი მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი "ლიონისა" (310 მლ) და "მონაკოს" (220) ბიუჯეტების ჯამს აღემატება. მეოთხე ადგილზე არის "ლილი" 120 მილიონი ევროთი და 5-ეულის ბოლო წევრი "მარსელია" 110-მილიონიანი ბიუჯეტით.
დანარჩენი კლუბების ბიუჯეტი კი ასეთია:
6. "სენტ ეტიენი"- 100 მლ
7-8. "ნანტი", "ბორდო"
- 70 მლ
9. "რენი" - 65 მლ
10. "ნიცა" - 50 მლ
11. "რეიმსი" - 45 მლ
12. "სტრასბურგი" - 43 მლ
13-14. "მეცი", "მონპელიე" - 40 მლ
15. "დიჟონი" - 38 მლ
16. "ტულუზა" - 35 მლ
17. "ანჟე" - 32 მლ
18-19. "ამიენი", "ბრესტი" - 30 მლ
20. "ნიმი" - 27 მლ