პსჟ მზადაა, პაულო დიბალაში 80 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
პსჟ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს, - იტყობინება Daily Mail-ი.

გამოცემის ცნობით, პარიზელები მზად არიან, არგენტინის სანაცვლოდ 80 მლნ ევრო გადაიხადონ.

ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგული კლუბი 25 წლის დიბალას 5-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 12 მლნ ევროს სთავაზობდა.

გასულ სეზონში დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ