Le Parisien: პსჟ-ის ფეხბურთელები ტომას ტუხელით უკმაყოფილოები არიან

AutoSharing Option
"პარიზიენის" მტკიცებით, პსჟ-ის ფეხბურთელები მწვრთნელ ტომას ტუხელით უკმაყოფილოები არიან.

ისინი გაკვირვებულები დარჩნენ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "რენთან" (1:2) ნახევარმცველ იულიან დრაქსლერის სასტარტოში დაყენებით, ვინაიდან პირველ ტურში "ნიმთან" (3:0) ცუდად ითამაშა.

ამას გარდა, ფეხბურთელები და განსაკუთრებით, ვერატი, უკმაყოფილებას გამოხატავენ ტუხელის ტაქტიკის გამო. იტალიელის აზრით, ნახევარდაცვა და თავდასხმა "რენთან" შეხვედრაში გაწყვეტილი იყო.

ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ ტუხელი საჭირო ყურადღებას არ უთმობს შეტევით კომბინაციებს და ადრე ერთადერთი საშუალება მეტოქის კარზე იერიშების მიტანისა იყო - "მიეცი ბურთი ნეიმარს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული