ჟოზე მოურინიომ შესაძლოა პსჟ-ში ტომას ტუხელი შეცვალოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ტომას ტუხელი შეცვალოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი რობინ ბაიერნერი ავრცელებს.

როგორც ბაიერნერი წერს, ტუხელის მდგომარეობა სეზონის სტარტზე წარუმატებელი დაწყების შემდეგ არასტაბილურია.

პსჟ-მა ლიგა 1-ის მეორე ტურში "რენთან" 1:2 წააგო.

ჟოზე მოურინიოს ბოლო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, საიდანაც 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ამჟამად მოურინიო ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული