კეილორ ნავასიც პსჟ-ში? - "რეალის" მეკარემ საფრანგეთს მიაშურა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი პსჟ-ის ოფისში მივიდა, რათა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს. ამის შესახებ ინფორმაციას BeIn Sports-ი ავრცელებს.

ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ 32 წლის მეკარის ტრანსფერი პარიზელებს 13.5 მლნ ევრო დაუჯდებოდათ. გარდა ამისა, გარიგებაში პსჟ-ის მეკარე ალფონს არეოლა არის ჩართული, რომელიც ერთი წელი იჯარით "რეალში" ითამაშებს.

ნავასი "რეალის" მეკარე 2014 წელს გახდა. მისი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2020 წლამდე მოქმედებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული