რატომ ჩაიშალა ნეიმარის ტრანსფერი? - მიზეზები ცნობილია

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა გილიემ ბალაგემ BBC-ის საიტის საკუთარ სვეტში ნეიმარის არშემდგარი ტრანსფერის დეტალების შესახებ მოჰყვა.

ჟურნალისტის თქმით, "ბარსელონას" "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში წაგების შემდეგ კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსა და გუნდის წამყვან ფეხბურთელებს შორის სერიოზული საუბარი შედგა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტმა ნეიმარის დაბრუნების პირობა დადო.

ბარტომეუ დარწმუნებული იყო, რომ ნეიმარს კვლავ სურდა "ბარსელონაში" თამაში, ხოლო მესიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ბრაზილიელი "ბლაუგრანას" ცენტრალური ფიგურა გახდებოდა.

ამის მიუხედავად, "ბარსელონა" დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა შეთავაზებას, რამაც ბრაზილიელს უბიძგა, პარიზელთა რიგებში ვარჯიშებს დაბრუნებოდა და ნეიმარმა
უარი პსჟ-ში დარჩენაზე საჯაროდ განაცხადა.

ერთადერთი შეთავაზება "ბარსელონამ" 27 აგვისტოს გააკეთა. ესპანელები მზად იყვნენ, ნეიმარის სანაცვლოდ 115 მლნ ევრო გადაეხადათ და პლუს, 15 მლნ ევრო ბონუსების სახით, ამას დამატებული სამი ფეხბურთელი.

ფრანგულმა გრანდმა არჩევანი ივან რაკიტიჩზე, უსმან დემბელესა და ჟან-კლერ ტოდიბოზე გააკეთა. რაკიტიჩმა და ტოდიბომ თანხმობა განაცხადეს, ხოლო დემბელემ კატეგორიული უარი განაცხადა.

ნეიმარი მზად იყო, თავისი ჯიბიდან გადაეხადა 20 მლნ ევრო, მაგრამ პსჟ-მა უარი განაცხადა, რადგან ასეთი საქციელი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წესებს არღვევს.

აღნიშნავენ, რომ ხოსეპ ბარტომეუ რამდენჯერმე შეხვდა ამსტერდამის "აიაქსის" პრეზიდენტს, რომ ფრენკი დე იონგის ტრანსფერი შეეთანხმებინათ, ხოლო პსჟ-ის პრეზიდენტს ერთხელაც არ შეხვდა.

მომავალ წელს კი ნეიმარს თავისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება, მაგრამ ამისთვის დავების განსახილველ პალატას უნდა მიმართოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული