იკარდის ცოლი და აგენტი: ჩემთვის პსჟ ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო

AutoSharing Option
მაურო იკარდის ცოლმა და აგენტმა ვანდა ნარამ არგენტინელი ფეხბურთელის მილანის "ინტერიდან" პსჟ-ში გადასვლის თაობაზე ისაუბრა.

"თუ ბოლო მომენტამდე ვიცდი, ესე იგი, ხელში კოზირი მიჭირავს. არავინ იცოდა, ბავშვებმაც კი. მაურომ პატარა ჩანთა ჩაალაგა, დანარჩენი კი მე დამიტოვა. ბავშვები სკოლაში იტალიაში დადიან, ამიტომ მილანსა და პარიზს შორის გადაფრენებში ვიქნებით. სამი ვარიანტი გვქონდა. პსჟ ჩემთვის ყველაზე უარესი იყო, რადგან მე და ბავშვებს მილანში დაბრუნება მოგვიწევს, მაგრამ მაუროსთვის ეს საუკეთესო ვარიანტი იყო.

სხვათა შორის, სხვა ფეხბურთელების ინტერესების წარდგენასაც მთხოვდნენ, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან მაუროს
ინტერესებს ყველაზე მეტ დროს ვუთმობ. ამას მისდამი სიყვარულის გამო ვაკეთებ", - ციტირებს ვანდას Football Italia.

შეგახსენებთ, რომ იკარდი პსჟ-ში იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო მისი კონტრაქტი "ინტერთან" 2022 წლამდე მოქმედებს. არგენტინელმა პარიზულ გუნდში 18-ნომრიანი მაისური აირჩია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული