პაოლო დი კანიო: იკარდის მხოლოდ ჩაკიდებული ბურთების გატანა შეუძლია

AutoSharing Option
"ლაციოსა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ თავდამსხმელი მაურო იკარდი გააკრიტიკა.

"რაში სჭირდებოდა კარლო ანჩელოტის "ნაპოლიში" მაურო იკარდი? რაში სჭირდებოდა იკარდი, რომელსაც მეუღლე-აგენტის სიტყვების გამო პარტნიორებისთვის ბოდიშის მოხდა არ შეუძლია?

მას მხოლოდ კართან ჩაკიდებული ბურთით შეუძლია გოლის გატანა. მეტი არაფერი არ შეუძლია, რაც თანამედროვე ფორვარდს უნდა ეხერხებოდეს.

სულაც არ გამკვირვებია, რომ პსჟ-ში გადავიდა. ეს უდისციპლინო ფეხბურთელების თავშესაფარია", - ციტირებს დი კანიოს Football Italia.

ასევე დაგაინტერესებთ