პსჟ 16 წლის ვუნდერკინდს წელიწადში 500 ათას ევროს უხდის

AutoSharing Option
ფრანგული მედიისთვის პსჟ-ის 16 წლის ახალწვეულის, ხავი სიმონსის ხელფასი გახდა ცნობილი.

ჰოლანდიელი ნახევარმცველი პარიზულ კლუბში ზაფხულში "ბარსელონადან" გადავიდა და პარიზელთა ახალგაზრდულ გუნდში გამოდის.

გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, პარიზულმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფულით გადმოიბირა. სიმონს წელიწადში 500 ათასი ევრო შესთავაზეს.

სიმონსის აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომელიც ბევრი ვარსკვლავის ინტერესებს წარმოადგენს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლავე, რომ ფულებზე არიან დაგეშებულები ეს ლაწირაკები, რომ გაიზრდებიან ხომ წარმოგიდგენიათ რა ვაჭრები, დადგება ამათგან? უკვე დროა გადაიხედოს ფეხბურთელებისთვის ამხელა ასტრონომიული ხელფასების დანიშვნასთან დაკავშირებით საკითხი. არ არის საჭირო ამხელა ხელფასების ჩამორიგება ფეხბურთელებზე. დიდებზე რა ვთქვა როდესაც ეს ლაწირაკები, ითხოვენ უკვეა მხელა ხელფასებს.
0

სიახლეები პოპულარული