"ნიცას" ფეხბურთელმა თანაგუნდელის 70-ათასევროიანი საათის მოპარვა აღიარა

AutoSharing Option
"ფრანს პრესის" ცნობით, "ნიცას" თავდამსხმელმა ლამინე დიაბიმ თანაგუნდელ კასპერ დოლბერგის 70-ათასევროიანი საათის მოპარვა აღიარა.

18 წლის დიაბიმ გუნდსა და დოლბერგს ბოდიში მოუხადა და დაზარალებულს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა.

კლუბმა დიაბის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე აღძრა და არაა გამორიცხული, კონტრაქტი გაუწყვიტოს.

ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა, როდესაც გუნდი ვარჯიშზე გავიდა.

დიაბი "ნიცას" აღზრდილია, დოლბერგი კი ფრანგულმა კლუბმა ზაფხულში "აიაქსისგან" 20.5 მილიონ ევროდ შეიძინა.